TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ანაზღაურებადი სტაჟირება შერჩევის მიმართულებაში

ანაზღაურებადი სტაჟირება შერჩევის მიმართულებაში

One Point Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 26, 2026

Job description

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შერჩევის გუნდში. One Point - HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, მათ შორის შერჩევისა და ჰედჰანტინგის მომსახურებას. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.onepoint.ge სტაჟირების პროცესში გექნებათ შესაძლებლობა: ** მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება შერჩევის მიმართულებით ** აქტიურად ჩაერთოთ ვაკანტური პოზიციების შერჩევის პროცესში - მოიძიოთ კანდიდატები, გაანალიზოთ და გაფილტროთ რეზიუმეები ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოთ პირველადი კომუნიკაცია და მონაწილეობა მიიღოთ გასაუბრებების ორგანიზებაში ** შეისწავლოთ LinkedIn-ის და კანდიდატების მოძიების სხვა თანამედროვე არხების გამოყენება ** იმუშაოთ შერჩევის პროცესებზე ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ CRM სისტემაში ** ჩაერთოთ რეალურ პროექტებში გამოცდილ გუნდთან ერთად და გაეცნოთ შერჩევის თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკებს ** შექმნათ ვაკანსიის აღწერილობები და საკომუნიკაციო პოსტები, ასევე, განათავსოთ ისინი შესაბამის პლატფორმებზე. ეს სტაჟირება თქვენთვის არის, თუ: ** ხართ კომუნიკაბელური და მოგწონთ ადამიანებთან ურთიერთობა ** გაქვთ ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები ** გიყვართ გუნდური მუშაობა და ახალი გამოცდილების მიღება ** ხართ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გაქვთ ** გაქვთ მოტივაცია ისწავლოთ, განვითარდეთ და დაიწყოთ კარიერა HR/შერჩევის მიმართულებით. სამუშაო მოდელი - ჰიბრიდული (კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე სახლიდან). სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 სამუშაო ადგილი - თბილისი, ვლადიმერ კავსაძის #3/ილია ჭავჭავაძის გამზირი #56 დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე - [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.