ანესთეზიის მორიგე ექთანი
Job description
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიის მორიგე ექთნის პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (შაბათ კვირას ან დასვენების დღეებში 24 სთ მორიგეობა); განყოფილება: ანესთეზიის სამსახური; ანაზღაურება: 6.25 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სამედიცინო პროცედურებში მონაწილეობა; ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე (ანესთეზიის სამსახურში); პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bwnSNrac გისურვებთ წარმატებას!