აპარტ-სასტუმროს დასუფთავების მენეჯერი
Job description
" Boulevard Point Batumi " აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო ბრენდის აპარტ-სასტუმროში — Executive Residency by Best Western. წარმატებული კანდიდატი ჩაერთვება სასტუმროს გახსნამდელ პროცესში და შემდგომ უხელმძღვანელებს დასუფთავების დეპარტამენტის ყოველდღიურ ოპერაციებს. ძირითადი მოვალეობები გახსნამდელი ეტაპი (Pre-opening) ძირითადი მოვალეობებია: ** დასუფთავების დეპარტამენტის საოპერაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; ** ბრენდის სტანდარტების დანერგვა; ** სტანდარტების, SOP-ებისა და სამუშაო პროცედურების დანერგვაში მონაწილეობა; ** ოთახების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და საოპერაციო ზონების დასუფთავების პროცესების დაგეგმვა და სამუშაო სქემების შემუშავება; ** ინვენტარის, აღჭურვილობისა და საწმენდი საშუალებების შერჩევისა და შესყიდვის პროცესში მონაწილეობა; ** საწყობების, თეთრეულის (Linen) და ინვენტარის მართვის სისტემის ორგანიზება; ** ინვენტარიზაციისა და მარაგების კონტროლის პროცესების შემუშავება; ** თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა, ტრენინგებისა და პრაქტიკული გადამზადების ორგანიზება; აპარტ-სასტუმროს მართვა ძირითადი მოვალეობებია: ** დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების მართვა; ** სასტუმროს ნომრების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და საოპერაციო ზონების დასუფთავების ხარისხის კონტროლი; ** ბრენდის სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; ** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების მონიტორინგი; ** მარაგების კონტროლი და საჭირო ინვენტარისა და მასალების დროული შეკვეთის უზრუნველყოფა; ** დეპარტამენტის საოპერაციო ბიუჯეტის კონტროლი და ხარჯების ეფექტური მართვა; ** თანამშრომელთა შეფასება, განვითარება, ტრენინგების ჩატარება და მოტივაციის ხელშეწყობა; ** ბრენდის მოთხოვნების მუდმივი დაცვის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** Housekeeping დეპარტამენტში ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** საერთაშორისო ან ბრენდულ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასტუმროს გახსნის (Pre-opening) გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** დასუფთავების ოპერაციების, საწმენდი საშუალებებისა და ინვენტარის მართვის ცოდნა; ** Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა; ** სასტუმროს მართვის სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ან სხვა უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.