აპარტ-სასტუმროს გენერალური მენეჯერი
Job description
" Boulevard Point Batumi " აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო ბრენდის აპარტ-სასტუმროში — Executive Residency by Best Western. გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს გახსნამდელი (Pre-opening) პროცესის სრულფასოვან მართვაზე, ბრენდის სტანდარტების დანერგვასა და ოპერაციული მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. სასტუმროს გახსნის შემდეგ იგი ხელმძღვანელობს ყოველდღიურ ოპერაციებს, უზრუნველყოფს ფინანსური შედეგების მიღწევას, სტუმრებისა და აპარტამენტების მეპატრონეების კმაყოფილებას, თანამშრომელთა განვითარებასა და საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების მუდმივ დაცვას. ძირითადი მოვალეობები გახსნამდელი ეტაპი (Pre-opening) გენერალური მენეჯერი, გამხსნელ გუნდთან ერთად, პასუხისმგებელია სასტუმროს ოპერაციული მზადყოფნის უზრუნველყოფაზე და საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად გახსნის პროცესის წარმატებით განხორციელებაზე. ძირითადი მოვალეობებია: ** გამხსნელ გუნდთან ერთად სასტუმროს Pre-opening გეგმის განხორციელება და პროცესების კოორდინაცია; ** პროექტში ჩართული ბრენდის, კონსულტანტების, მენეჯმენტ კომპანიისა და მფლობელების წარმომადგენლებთან ეფექტური თანამშრომლობა; ** გამხსნელ გუნდთან ერთად ყველა საოპერაციო დეპარტამენტის (Front Office, Housekeeping, Engineering, F&B, Finance, Sales & Marketing, HR და სხვა) ოპერაციული მზადყოფნის უზრუნველყოფა; ** ბრენდის ოპერაციული სტანდარტების, SOP-ებისა და პოლიტიკების დანერგვის პროცესში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა; ** PMS, POS, Accounting და სხვა სისტემების დანერგვისა და ტესტირების პროცესის კოორდინაცია; ** თანამშრომლების შერჩევის, გადამზადებისა და საოპერაციო ტრენინგების ორგანიზება; ** გახსნამდე გამოვლენილი საკითხების დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ** სასტუმროს წარმატებული გახსნის ორგანიზება ბრენდის მოთხოვნებისა და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. აპარტ-სასტუმროს მართვა სასტუმროს გახსნის შემდეგ გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელია ობიექტის ეფექტურ ოპერირებაზე, ფინანსური შედეგების მიღწევაზე, სტუმრებისა და აპარტამენტების მეპატრონეების კმაყოფილებაზე და საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების მუდმივ დაცვაზე. ძირითადი მოვალეობებია: ** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა; ** სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხისა და ბრენდის სტანდარტების უზრუნველყოფა; ** ყველა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია და ეფექტიანობის გაუმჯობესება; ** ფინანსური შედეგების, ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა; ** გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიის შესრულების ზედამხედველობა; ** ოთახების შემოსავლების, ADR-ის, RevPAR-ისა და ბაზრის წილის ზრდაზე მუშაობა; ** სტუმრებისა და აპარტამენტების მეპატრონეების კმაყოფილების უზრუნველყოფა და უკუკავშირის ეფექტიანი მართვა; ** კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რისკების მართვა და კანონმდებლობისა და ბრენდის მოთხოვნების დაცვა; ** აღმასრულებელი გუნდისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების განვითარება, შეფასება და მოტივირება; ** აპარტამენტების მეპატრონეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, შემოსავლების განაწილების პროცესის ზედამხედველობა და მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** მფლობელებთან, ბრენდთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობის წარმართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** სასტუმროს ინდუსტრიაში მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება ** ბრენდულ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** სასტუმროს გახსნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** საოფისე პროგრამების ფლობა მაღალ დონეზე გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.