TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / არაანაზღაურებად სტაჟირება - გრაფიკული დიზაინერი

არაანაზღაურებად სტაჟირება - გრაფიკული დიზაინერი

მზიური თბილისი ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას თბილისში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე: კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: სამუშაო გრაფიკი : (Part-Time) შეთანხმებისამებრ. მისამართი : ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 113დ. ჯანმრთელობის დაზღვევას. Fit-Pass აუცილებელი მოთხოვნები: პორტფოლიოს წარდგენა სასურველია (შეიძლება იყოს სასწავლო პროექტებიც). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: გუნდთან ერთად ყოველდღიურ დიზაინერულ ამოცანებზე მუშაობა და სწავლა; ბრენდის ვიზუალური გაიდლაინების შესწავლა და დაცვა ყველა შექმნილ მასალაში; დამტკიცებული დიზაინ კონცეფციის მიხედვით ფაილების კორექტირება (ტექსტის ჩასმა/შეცვლა, ზომის ადაპტაცია, სიმარტივეების გასწორება და სხვა); ეტიკეტების, საბეჭდი მასალებისა და POS პროდუქტების მომზადებაში დახმარება; ბანერების, ბუკლეტების, სტიკერების, სოციალური ქსელების ვიზუალებისა და შიდა პრეზენტაციების შექმნაში/ჩართულობა; ბრენდბუქის მიხედვით საბეჭდი ფაილების მომზადებაში დახმარება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის საბაზისო ან საშუალო დონის ცოდნა; გრაფიკული დიზაინის მიმართულებით სწავლა ან შესაბამისი კურსის გავლა. პიროვნული უნარ-ჩვევები: კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება; დეტალებზე ყურადღების მიქცევა; სწავლისა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; დროის მენეჯმენტი და დავალებების დროულად შესრულება; გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება’ შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."