არაპროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერი
Job description
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას არაპროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 დისტანციურ რეჟიმში ანაზღაურება: ფიქსირებული ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: შემოსული ინფორმაციის დროული კონტროლისა და მასზე რეაგირების უზრუნველყოფა; ზარალების შესახებ ინფრომაციის შესაბამის ბაზაში შენახვის კონტროლი; განაცხადების პროგრამულად აღრიცხვის კონტროლი; ზარალის ანაზღაურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარების უზრუნველყოფა; დაზღვეულის იდენტიფიცირება, შემოსული ინფორმაციის სადაზღვევო დაფარვებთან შესაბამისობის დადგენა, დანიშნული კვლევებისა და მედიკამენტების შესაბამისობის დადგენა წარმოდგენილ დიაგნოზთან, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების გათვალისწინებით; მედიკამენტების ანაზღაურების შემთხვევაში დანიშნული მედიკამენტის ჯგუფის, რეგისტრაციის შემოწმება; სადაზღვევო ლიმიტების კონტროლი; ანაზღაურების ოქმის მომზადება; გადასარიცხი ფორმის მომზადება, შემდგომში რეესტრული აღრიცხვა და დღის ბოლოს სამსახურის უფროსთან გადაგზავნა; მიღებული ზარალის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა; დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან; რას ვითხოვთ: უმაღლესი სამედიცინო განათლება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე; რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/gyfR გისურვებთ წარმატებას!