არასამედიცინო დეპარტამენტის ზარალების მართვის მენეჯერი
Job description
სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო დეპარტამენტის ზარალების მართვის მენეჯერი ს პოზიციაზე (თბილისში) „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ბაზარაზე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა 2017 წლიდან.სადაზღვევო კომპანია,რომელიც სარგებლობს სანდოობით მომხმარებელს სთავაზობს ქონების, ავტომობილების, ტვირთების, აგრო და ჯანმრთელობის დაზღვევის მრავალფეროვან პროდუქტებს. კომპანია თანამშრომლობს AA-რეიტინგის მქონე საერთაშორისო გადამზღვეველებთან — SCOR, Hannover Re და Munich Re, რაც უზრუნველყოფს სადაზღვევო პორტფელის სტაბილურობასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას. კომპანია უზრუნველყოფს მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენ საიტს https://igg.ge/ და გაეცნოთ კომპანიის შესახებ სრულ ინფორმაციას. ფუნქცია-მოვალეობები: კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მირება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე; საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და ზარალების კომიტეტზე გადაცემა განსახილველად; დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მისი სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება; კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, ზარალის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა; სადაზღვევო შემთხვევის პირველადი შეფასება, საჭირო ქმედებების განხორციელება და დაზღვეულისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება დოკუმენტაციის მიღების შემდეგ; პირველადი ანგარიშის მომზადება და ზარალების კომიტეტზე გადაცემა განსახილველად; დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის; მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა; შესაბამის პროფილის პროვაიდერებთან (ავტო-ტექ.მომსახურების ცენტრები და ა.შ მოლაპარაკების წარმოება); ხარისხის მართვის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აღსრულება; მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი; ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, გისურვებთ წარმატებას და გელოდებით!