არეალის გაყიდვების სუპერვაიზერი
Job description
სს " იბერია რეფრეშმენტსი" , "PepsiCo"-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას არეალის გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე, თბილისში ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (40 სთ/კვირაში) კომპანიის შესახებ: სს "იბერია რეფრეშმენტსი" წარმოადგენს "PepsiCo"-ს ოფიციალურ ბოთლერს საქართველოში და ფლობს ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების დისტრიბუცია (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina). კომპანია ასევე აწარმოებს "Max Power"-ის ენერგეტიკულ სასმელებსა და ქართულ ლიმონათებს (Iberia) და უზრუნველყოფს მათ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით. სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ "Revery Group"-ის წევრს. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებული ანაზღაურება - 2, 000 ლარი + ცვლადი ბონუსი (ჯამური ყოველთვიური ანაზღაურება, შედეგების მიხედვით, შესაძლოა შეადგენდეს 5, 000 ლარამდე); ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას "Iberia Refreshments - Pepsi Georgia"-ს გამოცდილ გუნდთან ერთად; ** საწვავის ლიმიტს; ** კორპორაციულ ავტომანქანას; ** კორპორაციულ სამედიცინო დაზღვევას (სტანდარტული პაკეტი); ** კორპორაციულ SIM ბარათს ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების მართვა; ** დაქვემდებარებული საბაზრო სეგმენტის რეგულარული მონიტორინგი გაყიდვების ზრდის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით, მათ შორის პრისელერების გუნდის მეშვეობით; ** ახალი კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება მაქსიმალურად მომგებიანი კომერციული პირობების მიღების უზრუნველსაყოფად; ** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება პროდუქტების ასორტიმენტში დამატებისა და კომერციულად მომგებიანი პირობებით განთავსების უზრუნველსაყოფად; ** ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესის წარმოება და მონიტორინგი; ** კლიენტების დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და მათი დროული დაფარვის უზრუნველყოფა; ** პარტნიორებთან შეთანხმებული კომერციული პირობების შესრულების კონტროლი და კომპანიის ERP სისტემაში შესატყვისი ცვლილებების განხორციელების უზრუნველყოფა; ** ინფორმაციულ ბაზაში კონტრაგენტების რეგისტრირების, დეაქტივაციისა და საასორტიმენტო ცვლილებების დროული და ზუსტი ასახვის უზრუნველყოფა, დადგენილი წესის შესაბამისად; ** პრობლემურ კლიენტებთან თანამშრომლობის სტაბილიზაციის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება; ** მიზნობრივ არეალში, მერჩენდაიზინგის სტანდარტით გათვალისწინებული პროდუქციის განთავსების წესების (პლანოგრამა, ფეისი, განლაგება) აღსრულება და კონტროლის უზრუნველყოფა; ** გაყიდვების წერტილების (კლიენტებთან) კონტროლის ეფექტური სისტემის (ე.წ. სთორ ჩექი) შემუშავება და მუდმივი მონიტორინგი პრისელერების გუნდის მეშვეობით; ** ორგანიზებული ქსელის ობიექტების შემოწმება და სათანადო კომუნიკაციის დამყარება ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. ** კლიენტებთან ვიზიტების დაგეგმვა, განხორციელება და პროდუქტების, გაყიდვების სტრატეგიისა და მარკეტინგული აქტივობების პერიოდულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა; ** მიზნობრივ არეალში, კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი, შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა და რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელისთვის; ** კლიენტებთან სარეკლამო ადგილების იდენტიფიცირება, მოლაპარაკების წარმოება ადგილის გამოყენების პირობების თაობაზე და შეთანხმება; ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი თანამშრომლისთვის სარეკლამო ადგილის ასათვისებლად. მაცივრების განთავსების, აღრიცხვისა და პოზიციონირების მართვა; ** კლიენტებისთვის სხვადასხვა სარეკლამო მასალების მიწოდების პროცესის კოორდინაცია; ** გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობა, დაქვემდებარებული საბაზრო სეგმენტის პირველადი გეგმების შემუშავება, არგუმენტირებული პროექტის მომზადება; ** გაყიდვების რეგულარული ანალიზი კლიენტების, პროდუქტებისა და პერიოდების ჭრილში; გადახრების ანალიტიკა და მიზეზების იდენტიფიცირება; ** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა - სამუშაო გეგმების და ინსტრუქციების მიცემა, შესრულების კონტროლი და შეფასება; ** კომპანიის ხელმძღვანელის, ან მისი მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება. FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** გუნდის მართვის გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და აქტიურობა. აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში ("subject"-ში) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "არეალის გაყიდვების სუპერვაიზერი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 6/08/2026 წ. კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.