არქიტექტორ-დიზაინერი
Job description
HORIZONS GROUP აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: არქიტექტორ-დიზაინერი ფუნქციები და მოვალეობები: საპროექტო და სრული არქიტექტურული დოკუმენტაციის შედგენა/წარმოება; სამშენებლო პროექტების დეტალური მუშა ნახაზების შექმნა; პროექტის სხვადასხვა ეტაპზე გუნდის წევრებთან (კონსტრუქტორები, საინჟინრო გუნდი) აქტიური თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: არქიტექტურული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD ან სხვა შესაბამისი პროგრამები); მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია); პროექტების შეთანხმებისთვის საჭირო სამართლებრივი დადგენილებებისა და რეგულაციების ცოდნა (ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გარკვევის უნარი); კრეატიულობა, დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები და რას გთავაზობთ: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი); სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის N49; ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით; საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში ჩართულობა; პროფესიული და კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობები; მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო. შერჩევის ეტაპები: მიღებული აპლიკაციებისა და პორტფოლიოების გადარჩევა (Shortlisting); ტექნიკური გასაუბრება / მოკლე ტესტური დავალება; საბოლოო გასაუბრება. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]