არქიტექტორი
Job description
შპს "ინფრაკონცეფტი" 2025 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო და საპროექტო მიმართულებით. კომპანიის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა (სკოლები, საბავშვო ბაღები, საქალაქო პარკები, სპორტული მოედნები და სხვა). გაფართოების მიზნით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული პირი მჭიდროდ ითანამშრომლებს უფროს არქიტექტორთან, თუმცა აუცილებელია პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** საზოგადოებრივი სივრცეებისა და შენობების დაპროექტების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება; ** დიზაინ-პროექტების მომზადება და დამუშავება; ** პროექტისთვის საჭირო სამშენებლო/მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაციების შედგენა და რაოდენობების დათვლა; ** საპროექტო დრაფტების (ესკიზების) შექმნა და მათი შემდგომი სრულყოფა; ** უფროს არქიტექტორთან ასისტენცია და, ამავდროულად, მინიჭებული დავალებების დამოუკიდებლად შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით (დიპლომირებული სპეციალისტი); ** არქიტექტურის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება; ** გუნდში მუშაობის უნართან ერთად, საპროექტო დავალებებზე დამოუკიდებლად მუშაობის მაღალი პასუხისმგებლობა; ** გრაფიკული და საპროექტო პროგრამების ცოდნა (გთხოვთ, რეზიუმეში დეტალურად მიუთითოთ პროგრამები, რომლებსაც ფლობთ). სამუშაო პირობები და ანაზღაურება: სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე (ორშაბათი - პარასკევი); ფიქსირებული ანაზღაურება: 2500 ლარი (Net - ხელზე ასაღები); გამოსაცდელი ვადა: 6 თვემდე. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე (CV) და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "არქიტექტორი". ყურადღება: პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა. მის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება!