არქიტექტორი
Job description
ჩვენ ვართ Studio 9 - all in one არქიტექტურული სტუდია, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ქმნის მასშტაბურ და კონტექსტზე დაფუძნებულ არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინისა და ურბანულ პროექტებს. კომპანია საქართველოს ორ ლოკაციაზე - თბილისსა და ფოთში ოპერირებს, სადაც ჩვენი გუნდები რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობენ. 13+ წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს 200-ზე მეტი პროექტი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 65-ზე მეტ სპეციალისტს და მართავს პროცესს სრულ ციკლად - კონცეფციის ჩამოყალიბებიდან საბოლოო რეალიზაციამდე. სტუდიის პორტფოლიო მოიცავს საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ურბანულ გენგეგმებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციასა და კერძო საცხოვრებელ არქიტექტურას. კომპანიის ვებგვერდი : www.studio9.ge მიმდინარე გაფართოებისა და ახალი პროექტების ფარგლებში, ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება. არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად; პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა; 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა; საზედამხედველო პროცედურების განხორციელება. მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები : მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებააუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad, AutoCAD) ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit) პიროვნული თვისებები : გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კრეატიულობა; პუნქტუალურობა; კომუნიკაბელურობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/sfxQACye