არქიტექტორი
Job description
" AWARD " აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც აქვს მასშტაბურ არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და შეუძლია პროექტის სრული ციკლის მართვა - კონცეფციის შექმნიდან ავტორობის ზედამხედველობამდე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; ** ანაზღაურება: 6500 ლარი (ხელზე); ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი. ძირითადი მოვალეობები: ** საცხოვრებელი, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების არქიტექტურული პროექტების დაგეგმვა და პროექტირება; ** არქიტექტურული კონცეფციების შექმნა და განვითარება; ** გენგეგმარებისა (Master Planning) და სივრცითი დაგეგმარების პროექტებზე მუშაობა; ** საპროექტო დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადება; ** კონსტრუქტორებთან, ინჟინრებთანა და სხვა ჩართულ სპეციალისტებთან კოორდინაცია; ** პროექტების ვადებისა და ხარისხის კონტროლი; ** ავტორობის ზედამხედველობის განხორციელება; ** პროექტის სრული ციკლის მართვა კონცეფციიდან განხორციელების ეტაპამდე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** არქიტექტორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება; ** საცხოვრებელი, კომერციული და საზოგადოებრივი პროექტების დაგეგმვისა და პროექტირების გამოცდილება; ** გენგეგმარებისა (Master Planning) და სივრცითი დაგეგმარების პრაქტიკული გამოცდილება; ** სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგულაციების ღრმა ცოდნა; ** საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება; ** ავტორობის ზედამხედველობის გამოცდილება; ** პროექტების მართვისა და კოორდინაციის გამოცდილება. აუცილებელი პროგრამების ცოდნა: ** AutoCAD - მაღალ დონეზე; ** Revit (BIM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** SketchUp; ** Lumion / Enscape / Twinmotion; ** Adobe Photoshop; ** Microsoft Office. პიროვნული და პროფესიული უნარები: ** ლიდერული თვისებები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური და სივრცითი აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და კრეატიულობა; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები; ** გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება; ** დროის ეფექტურად მართვისა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი და მუდმივი განვითარების სურვილი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** გრძელვადიან თანამშრომლობას; ** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ** თანამედროვე სამუშაო გარემოსა და ძლიერ პროფესიულ გუნდში მუშაობას. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება -"არქიტექტორი". გისურვებთ წარმატებებს!