არქიტექტორი
Job description
კომპანია სპექტრუმი , წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. მოვალეობები: ყველა საპროექტო ფაზაზე (კონცეპტუალური, სქემატური, დეტალური) სრულფასოვანი სანებართვო, სამშენებლო და საპრეზენტაციო მასალის მომზადება; დამკვეთებთან კომუნიკაცია, საპროექტო დავალების ჩამოყალიბება; ოქმების წარმოება როგორც დამკვეთებთან ასევე მომიჯნავე სპეციალისტებთან; ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა; სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება განსაზღვრულ ვადებში; მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება; კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება; გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; ნახაზების შედგენა საპროექტო პროგრამა Revit-ში; პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign; საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, outlook). პიროვნული თვისებები და უნარები: დროის ეფექტური მართვა; სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; გუნდური და პასუხისმგებლიანი; განვითარებაზე ორიენტირებული; შრომისმოყვარე და ენერგიული; დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; პუნქტუალური. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “არქიტექტორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. “სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.