არქიტექტორი
Job description
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. „ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge „ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები: ესკიზური პროექტების შექმნა – კონცეფციის დამუშავება და არქიტექტურული იდეების პრეზენტაცია. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული მოთხოვნების გათვალისწინებით არქიტექტურული პროექტების მომზადება. სრული არქიტექტურული ნახაზების და დეტალური სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, მომიჯნავე სპეციალისტებთან (ინჟინრები, კონსტრუქტორები, დიზაინერები) მჭიდრო თანამშრომლობით. სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა მერიაში – პროექტის ყველა ეტაპზე კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფით. მუშა ნახაზების, კვანძებისა და ტექნიკური დეტალების დამუშავება – მაღალი ხარისხის სამშენებლო პროცესის უზრუნველსაყოფად. მშენებლობის პროცესის არქიტექტურული ზედამხედველობა – პროექტის შესაბამისობის კონტროლი, პროექტირებიდან შესრულებამდე. გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა – ინოვაციური და პრაქტიკული არქიტექტურული გადაწყვეტილებების შემუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით; სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; ამ სფეროში კანონით განსაზღვრული ყველა მოქმედი სახელმწიფო დადგენილების ცოდნა, მათ შორის ქალაქ თბილისის არქიტექტურული და ურბანული კანონმდებლობის ცოდნა; პროფესიული კომპიუტერული პროგრამების: ArchiCAD, AutoCAD, Reviti, 3D Max , Lumioni ფლობა; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; Revit -ის სრულყოფილად ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად). უნარ-ჩვევები: პრეზენტაბელურობა; ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; კომუნიკაბელურობა; ორგანიზებულობა; ინიციატურობა; დეტალებზე ორიენტირებული. სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); FitPass; ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; კომფორტულ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2026 წლის 30 აგვისტომდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!