არქიტექტორი
Job description
კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს სამშენებლო პროცესების მართვის სრულ სერვისს: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა: Rotana, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Marriott, Ibis და სხვა. სიტა აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე ბათუმში ჩვენ გთავაზობთ: საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად; საინტერესო და კომპლექსურ პროექტებს; პროექტების მასშტაბებიდან გამომდინარე მოკლე დროში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას; პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ძირითადი ფუნქციები: საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე; არქიტექტურული ნახაზების რევიზია და ოპტიმიზაცია; არსებული პროექტების კორექტირება და საინჟინრო/ტექნიკურ პროექტებთან შესაბამისობაში მოყვანა; არქიტექტურული პროექტის შესაბამისად სამშენებლო ნახაზების შედგენ;ა პროექტის განხორციელების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხების განხილვა და პრობლემების გადაწყვეტა; მომიჯნავე დარგებთან და სამშენებლო გუნდთან აქტიური თანამშრომლობა; სპეციფიკაციების შედგენა, საპროექტო მოცულობების ამოთვლა და მასალათა უწყისის მომზადება; საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება; სამშენებლო ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება; რეგულარული ობიექტის ვიზიტების მოწყობა/პროექტის პროგრესის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება კომპლექსურ, მრავალბინიან პროექტებზე მუშაობის პრაქტიკა); გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; პროფესიული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Archicad, AutoCAD, Photoshop; საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); პიროვნული უნარები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დისციპლინა; დეტალებზე ორიენტირებულობა და სუფთა, მოწესრიგებული სამუშაო ფაილების წარმოება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი; კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება; დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected]