არქიტექტორი
Job description
არქიტექტურული კომპანია "იქს-არქიტექტურა" წარმოადგენს თანამედროვე ექსპერიმენტალურ არქიტექტორთა გუნდს რომელიც ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ არქიტექტორს. ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება საზოგადოებრივი ნაგებობების დაპროექტებაში, როგორიცაა: აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა საზოგადოებრივი, საცხოვრებელი ნაგებობები. ამჟამად ვეძებთ არქიტექტორს სამუშაო გამოცდილებით, აუცილებელია კომპიუტერული პროგრამის Autodesk Revit ცოდნა. ადგილმდებარეობა: თბილისი კატეგორია: არქიტექტურა დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად ძირითადი მოთხოვნები: ** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი მსგავს პოზიციაზე. უნარები: ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი. ** არგუმენტირებისა და დასაბუთების უნარი. ** პრობლემასთან გამკლავების უნარი. ** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი. ** გუნდური მართვის და მათთან მუშაობის უნარი. ** პუნქტუალობა და დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი. ** განვითარებაზე ორიენტირებულობა. სამუშაოს აღწერა: ** საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; ** მუშა ნახაზის შედგენა და/ან რევიზია; ** მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია-ზედამხედველობა; ** პროექტის სრული კომპლექტაციის მომზადების შედგენა/ორგანიზება, საპროექტო გუნდის კონტროლი/მენეჯმენტი. ** საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ატვირთვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში ჩართულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV, პორტფოლიო (მაქს. 15მბ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! www.x-architecture.co.uk