არქიტექტორი/პროექტის მენეჯერი
Job description
" Goldenway Logistics " არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც ლოჯისტიკურ საქმიანობასთან ერთად ახორციელებს საინვესტიციო და სამშენებლო პროექტებს. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ზრდასთან დაკავშირებით, ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან არქიტექტორს/პროექტის მენეჯერს , რომელიც უხელმძღვანელებს პროექტის დაგეგმვას, კოორდინაციასა და მართვას. სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი მიმდინარე პროექტი: ** III კლასის ობიექტი (სავარაუდო კლასი) ** ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი ** საერთო ფართობი: დაახლოებით 2, 000-3, 000 კვ.მ, მათ შორის დაახლოებით 1, 000 კვ.მ მიწისქვეშა სარდაფი ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა ** საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მოწესრიგების კოორდინაცია ** სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან (არქიტექტორები, კონსტრუქტორები, საინჟინრო ჯგუფები, გეოლოგები, ტოპოგრაფები და სხვა) ეფექტური თანამშრომლობა ** სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და ნებართვების პროცესის მართვა ** პროექტის ვადების, ეტაპებისა და შესრულების კონტროლი ** პროექტის სრულ ციკლში აქტიური მონაწილეობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით ** მინიმუმ 1-2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ** სამშენებლო ნორმებისა და საპროექტო პროცესების ცოდნა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები ** პროფესიული განვითარების სურვილი და მაღალი მოტივაცია უპირატესობად ჩაითვლება: ** AutoCAD-ის, Revit-ის, ArchiCAD-ის ან სხვა საპროექტო პროგრამების ცოდნა ** სამშენებლო ნებართვის მიღების პროცესში მუშაობის გამოცდილება ** პროექტების კოორდინაციის გამოცდილება ჩვენ გთავაზობთ: ** მასშტაბურ და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას ** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ პერსპექტივას ** გრძელვადიან თანამშრომლობას — კომპანია აქტიურად გეგმავს ახალი პროექტების განხორციელებას ** მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს ** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV (და სურვილის შემთხვევაში პორტფოლიო) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] ელ. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "არქიტექტორი / პროექტის მენეჯერი".