TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / არქიტექტორი / პროექტის მენეჯერი

არქიტექტორი / პროექტის მენეჯერი

Golden Way Logistics თბილისი ქართული
Posted Jul 23, 2026 12h ago apply by Aug 21, 2026

Job description

Goldenway Logistics აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის / პროექტის მენეჯერის პოზიციაზე კომპანია: Goldenway Logistics სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი კომპანიის შესახებ Goldenway Logistics არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც ლოჯისტიკურ საქმიანობასთან ერთად ახორციელებს საინვესტიციო და სამშენებლო პროექტებს. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ზრდასთან დაკავშირებით, ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან არქიტექტორს / პროექტის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს პროექტის დაგეგმვას, კოორდინაციასა და მართვას. მიმდინარე პროექტი III კლასის ობიექტი (სავარაუდო კლასი) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობი: დაახლოებით 2,000–3,000 კვ.მ, მათ შორის დაახლოებით 1,000 კვ.მ მიწისქვეშა სარდაფი ძირითადი მოვალეობები პროექტის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მოწესრიგების კოორდინაცია; სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან (არქიტექტორები, კონსტრუქტორები, საინჟინრო ჯგუფები, გეოლოგები, ტოპოგრაფები და სხვა) ეფექტური თანამშრომლობა; სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და ნებართვების პროცესის მართვა; პროექტის ვადების, ეტაპებისა და შესრულების კონტროლი; პროექტის სრულ ციკლში აქტიური მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; მინიმუმ 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; სამშენებლო ნორმებისა და საპროექტო პროცესების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები; პროფესიული განვითარების სურვილი და მაღალი მოტივაცია. უპირატესობად ჩაითვლება AutoCAD-ის, Revit-ის, ArchiCAD-ის ან სხვა საპროექტო პროგრამების ცოდნა; სამშენებლო ნებართვის მიღების პროცესში მუშაობის გამოცდილება; პროექტების კოორდინაციის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ მასშტაბურ და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ პერსპექტივას; გრძელვადიან თანამშრომლობას — კომპანია აქტიურად გეგმავს ახალი პროექტების განხორციელებას; მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. განაცხადის მიღების წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV (და სურვილის შემთხვევაში პორტფოლიო) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] ელ. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „არქიტექტორი / პროექტის მენეჯერი“.