TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / არქიტექტურული სამსახურის კოორდინატორი

არქიტექტურული სამსახურის კოორდინატორი

მაგთიკომი თბილისი ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 19, 2026

Job description

შპს „ მაგთიკომის “ ადმინისტრაციული მიმართულება აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურული სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე. მოთხოვნები: ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა); უმაღლესი განათლება არქიტექტურის სფეროში; სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; მშენებლობის ან/და სარემონტო/სამონტაჟო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; ობიექტების განთავსების ადგილის მოკვლევა/ტექნიკური შესწავლა; საპროექტო ობიექტების ესკიზური პროექტების/ფოტომონტაჟების მომზადება; დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად საჭირო ნახაზების მომზადება; ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ესკიზების/პროექტების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ადგილზე სამშენებლო ობიექტის დათვალიერება/კონტროლი; გუნდში მუშაობის უნარი; ახალი ინფორმაციის ადვილად ათვისების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - არქიტექტურული სამსახურის კოორდინატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება. [email protected]ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- [email protected]. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება. შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.