TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ასოცირებული პერსონალური ბიზნეს ბანკირი - ბათუმი

ასოცირებული პერსონალური ბიზნეს ბანკირი - ბათუმი

Bank of Georgia Batumi, Ajaria, Georgia
Posted Jul 14, 2026 21h ago

Job description

ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები. საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული პერსონალური ბიზნეს ბანკირის პოზიციაზე - ბათუმში. ძირითადი ფუნქციები: გაყიდვების ბაზებზე მუშაობა და კლიენტებთან გაყიდვის მიზნით ზარების განხორციელება; კლიენტისთვის ბანკირთან შეთანხმებით შეთავაზების შექმნა; კლიენტთან მოლაპარაკების წარმართვა და კარგი ურთიერთობის დამყარება; გაყიდვების პროცესში და სხვადასხვა საოპერაციო საკითხებში გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა სამუშაო გამოცდილება : საბანკო საოპერაციო პროდუქტების და სერვისების სიღრმისეული ცოდნა ბანკში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სავალდებულო ცოდნა და უნარები: კეთილგანწყობა: თავაზიანობა, ყურადღება და დახმარების მზაობა; დროის სწორად მართვის უნარი; ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი კარგი კომუნიკაციის უნარი Excel-ში და Power point-ში მუშაობის უნარი რეიზუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 21 ივლისი.