TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა

Posted Jul 23, 2026 1 day ago apply by Aug 23, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 739638_ibsu_annex_9558028.zip შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026 წლის 23 ივლისიდან აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამართლის სკოლაში, შემდეგი მიმართულებებით: კერძო სამართალი, საჯარო სამართალი და სისხლის სამართალი. საკონკურსო ვაკანსიები: ** კერძო სამართლის მიმართულებით: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით); ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით); ** საჯარო სამართლის მიმართულებით: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით); ** სისხლის სამართლის მიმართულებით: ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით). ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი (აკადემიური / პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით: ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით: ** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა ; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე- პროფესიული ნიშნით: ** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 5 (ხუთი) წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიულ მოღვაწეობასთან. ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები: ** შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება; ** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები; ** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; ** უცხო ენების (უპირატესია ინგლისური) ცოდნა; ** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება; ** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება. საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი); ** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი); ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); ** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); ** აკადემიური საქმიანობის (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა) ხედვა; ** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები; ** ძირითად და დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში); ** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ" და ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს). საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა. ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა უნივერსიტეტში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2, ოთახი №213. საკონტაქტო ტელ.: +995 322 800 064. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ უნივერსიტეტის აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ** წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად); ** შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად); კონკურსის ვადები: ** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 07 სექტემბერი ; ** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა : 2026 წლის 10 სექტემბერი; ** კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება: 2026 წლის 14 სექტემბერი; ** საჩვენებელი ლექცია (საჭიროების მიხედვით): 2026 წლის 15 სექტემბერი; ** კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 16 სექტემბერი; ** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 17 სექტემბერი; ** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 18 სექტემბერი; ** კონკურსის საბოლოო შედეგ