---
title: ატელიეს მკერავი at HAMO Concept
description: " HAMO Concept " ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს მუდმივი თანამშრომლობისთვის. ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურ სამოსზე მაღალი სიზუსტით მუშაობა და კარგად ესმის ატელიეს სამუშაო კულტურა — კონ
---

# ატელიეს მკერავი

**Company:** HAMO Concept  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-24  
**Apply by:** 2026-09-24

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=747340)

## Job description

" HAMO Concept " ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს მუდმივი თანამშრომლობისთვის. ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურ სამოსზე მაღალი სიზუსტით მუშაობა და კარგად ესმის ატელიეს სამუშაო კულტურა — კონსტრუქციიდან და მორგებიდან საბოლოო ხელით დამუშავებამდე. სამუშაო მიმართულებები: ** კოლექციის ნიმუშებისა და ერთეული მოდელების შეკერვა ** ინდივიდუალური შეკვეთების შესრულება, მულაჟთან მუშაობა ** საქორწილო და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ სამოსზე მუშაობა ** მორგება და საჭირო კორექტირებები ** ხელით შესრულებული დეტალები და საბოლოო დამუშავება ** დელიკატურ და ნატურალურ ქსოვილებთან მუშაობა ** დიზაინერთან და კონსტრუქტორთან უშუალო თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე, პასუხისმგებლობა, სუფთა შესრულება და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. საქორწილო, საღამოს სამოსისა და მაღალი სამკერვალო ტექნიკებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. სამუშაო გრაფიკი: ** სამუშაო დღეები — ორშაბათი-პარასკევი ** სამუშაო საათები — 09:00-დან 18:00-მდე ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით — ფიქსირებული ანაზღაურება + დამატებითი ბონუსი სპეციალურ ინდივიდუალურ და საქორწილო პროექტებზე. შერჩეულ კანდიდატთან ჩატარდება ანაზღაურებადი საცდელი სამუშაო. CV და სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hamoconcept@gmail.com

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ატელიეს მკერავი","description":"<p>\" HAMO Concept \" ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს მუდმივი თანამშრომლობისთვის. ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურ სამოსზე მაღალი სიზუსტით მუშაობა და კარგად ესმის ატელიეს სამუშაო კულტურა — კონსტრუქციიდან და მორგებიდან საბოლოო ხელით დამუშავებამდე. სამუშაო მიმართულებები: ** კოლექციის ნიმუშებისა და ერთეული მოდელების შეკერვა ** ინდივიდუალური შეკვეთების შესრულება, მულაჟთან მუშაობა ** საქორწილო და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ სამოსზე მუშაობა ** მორგება და საჭირო კორექტირებები ** ხელით შესრულებული დეტალები და საბოლოო დამუშავება ** დელიკატურ და ნატურალურ ქსოვილებთან მუშაობა ** დიზაინერთან და კონსტრუქტორთან უშუალო თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე, პასუხისმგებლობა, სუფთა შესრულება და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. საქორწილო, საღამოს სამოსისა და მაღალი სამკერვალო ტექნიკებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. სამუშაო გრაფიკი: ** სამუშაო დღეები — ორშაბათი-პარასკევი ** სამუშაო საათები — 09:00-დან 18:00-მდე ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით — ფიქსირებული ანაზღაურება + დამატებითი ბონუსი სპეციალურ ინდივიდუალურ და საქორწილო პროექტებზე. შერჩეულ კანდიდატთან ჩატარდება ანაზღაურებადი საცდელი სამუშაო. CV და სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hamoconcept@gmail.com</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"747340"},"url":"https://techgeo.ge/job/atelies-mkeravi-1715b5c","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"HAMO Concept"},"directApply":false,"datePosted":"2026-08-24","validThrough":"2026-09-24T23:59:59+04:00"}
```
