---
title: "ატელიეს მკერავი at Fiammora Design"
description: "ქართული ქალის ტანსაცმლის ბრენდი , რომელიც ქმნის გამორჩეულ, დახვეწილ და მაღალი ხარისხის სამოსს, ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს , რომელსაც უყვარს თავისი საქმე, აქვს მაღალი პროფესიული სტანდარტი და სურს მ"
---

# ატელიეს მკერავი

**Company:** Fiammora Design  
**Location:** Tbilisi, Georgia  
**Posted:** 2026-11-26  
**Apply by:** 2026-12-25

[Apply / View original posting](https://hr.ge/announcement/504262)

## Job description

ქართული ქალის ტანსაცმლის ბრენდი , რომელიც ქმნის გამორჩეულ, დახვეწილ და მაღალი ხარისხის სამოსს, ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს , რომელსაც უყვარს თავისი საქმე, აქვს მაღალი პროფესიული სტანდარტი და სურს მონაწილეობა მიიღოს ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ძირითადი მოვალეობები: ქალის სამოსის, მათ შორის საღამოს კაბებისა და რთული მოდელების შეკერვა; კოლექციის ნიმუშებისა და ერთეული მოდელების დამზადება; ტექნიკური დავალების, ლექალებისა და ზომების შესაბამისად მუშაობა; სამოსის კონსტრუქციისა და დეტალების დამუშავებაში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; მორგებების ჩატარება და საჭირო კორექტირებების შესრულება; დეტალებზე მუშაობა: ელვა-შესაკრავები, სარჩული, ნაკეცები, დრაპირება, კორსეტული ან სხვა კონსტრუქციული ელემენტები - შესაბამისი გამოცდილების მიხედვით; დელიკატურ, თხელ და სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან მუშაობა; ნაკერების, კიდეების, შიდა დამუშავებისა და საბოლოო დასრულების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; მზა სამოსის ხარისხის შემოწმება და ხარვეზების გამოსწორება; ბრენდის გუნდთან თანამშრომლობა წარმოების პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ატელიეში ან ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ქალის სამოსის ხარისხიანად შეკერვის პრაქტიკული უნარი; კაბების კონსტრუქციისა და მორგების პრინციპების ცოდნა; სხვადასხვა ტიპის ქსოვილთან მუშაობის გამოცდილება; საკერავი მანქანისა და საჭირო სამკერვალო ხელსაწყოების პროფესიული გამოყენება; სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება; დამოუკიდებლად მუშაობისა და შეთანხმებული ვადების დაცვის უნარი. საღამოს კაბებზე, კორსეტულ მოდელებზე, რთულ დრაპირებასა და პრემიუმ ქსოვილებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. რას გთავაზობთ: ახალ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ fashion ბრენდში მონაწილეობის შესაძლებლობას; ხარისხზე და პროფესიულ ოსტატობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს; ანაზღაურებას, რომელიც განიხილება გამოცდილების, სამუშაოს სირთულისა და შეთანხმებული პასუხისმგებლობების მიხედვით; გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას. შერჩევის პროცესში კანდიდატს შეიძლება შევთავაზოთ წინასწარ შეთანხმებული, ანაზღაურებადი საცდელი სამუშაო. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ და შესაძლებლობის შემთხვევაში, თქვენ მიერ შეკერილი სამოსის ფოტოები ელფოსტაზე - info@fiammora.design ან დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: +995 591 04 09 88

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ატელიეს მკერავი","description":"<p>ქართული ქალის ტანსაცმლის ბრენდი , რომელიც ქმნის გამორჩეულ, დახვეწილ და მაღალი ხარისხის სამოსს, ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს , რომელსაც უყვარს თავისი საქმე, აქვს მაღალი პროფესიული სტანდარტი და სურს მონაწილეობა მიიღოს ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ძირითადი მოვალეობები: ქალის სამოსის, მათ შორის საღამოს კაბებისა და რთული მოდელების შეკერვა; კოლექციის ნიმუშებისა და ერთეული მოდელების დამზადება; ტექნიკური დავალების, ლექალებისა და ზომების შესაბამისად მუშაობა; სამოსის კონსტრუქციისა და დეტალების დამუშავებაში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; მორგებების ჩატარება და საჭირო კორექტირებების შესრულება; დეტალებზე მუშაობა: ელვა-შესაკრავები, სარჩული, ნაკეცები, დრაპირება, კორსეტული ან სხვა კონსტრუქციული ელემენტები - შესაბამისი გამოცდილების მიხედვით; დელიკატურ, თხელ და სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან მუშაობა; ნაკერების, კიდეების, შიდა დამუშავებისა და საბოლოო დასრულების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; მზა სამოსის ხარისხის შემოწმება და ხარვეზების გამოსწორება; ბრენდის გუნდთან თანამშრომლობა წარმოების პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ატელიეში ან ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ქალის სამოსის ხარისხიანად შეკერვის პრაქტიკული უნარი; კაბების კონსტრუქციისა და მორგების პრინციპების ცოდნა; სხვადასხვა ტიპის ქსოვილთან მუშაობის გამოცდილება; საკერავი მანქანისა და საჭირო სამკერვალო ხელსაწყოების პროფესიული გამოყენება; სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება; დამოუკიდებლად მუშაობისა და შეთანხმებული ვადების დაცვის უნარი. საღამოს კაბებზე, კორსეტულ მოდელებზე, რთულ დრაპირებასა და პრემიუმ ქსოვილებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. რას გთავაზობთ: ახალ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ fashion ბრენდში მონაწილეობის შესაძლებლობას; ხარისხზე და პროფესიულ ოსტატობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს; ანაზღაურებას, რომელიც განიხილება გამოცდილების, სამუშაოს სირთულისა და შეთანხმებული პასუხისმგებლობების მიხედვით; გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას. შერჩევის პროცესში კანდიდატს შეიძლება შევთავაზოთ წინასწარ შეთანხმებული, ანაზღაურებადი საცდელი სამუშაო. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ და შესაძლებლობის შემთხვევაში, თქვენ მიერ შეკერილი სამოსის ფოტოები ელფოსტაზე - info@fiammora.design ან დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: +995 591 04 09 88</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"504262"},"url":"https://techgeo.ge/job/atelies-mkeravi-553a962","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Tbilisi","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"Fiammora Design"},"directApply":false,"datePosted":"2026-11-26","validThrough":"2026-12-25T23:59:59+04:00"}
```
