ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი
Job description
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი თბილისში "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების მიმართულებით. "ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის. ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია; ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება; მოწყობილობების დაკავშირება სისტემურ ქსელებთან ან/და მათი გამართვა; მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება; ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა; ასევე EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია. პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს; ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN); კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა; სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით; ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას; კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას; კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად; საბონუსე სისტემას შესრულებული დავალებების გათვალისწინებით; საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას; სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება; საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1250-2000₾; საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღურებას და ავტომობილის დაზღვევას; საწვავის ხარჯების ანაზღაურებას; პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას; სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით; ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/jDWjXG5c