---
title: აუდიოვიზუალური ტექნიკის/ღონისძიებების ტექნიკური თანამშრომელი
description: აუდიოვიზუალური ტექნიკისა და ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის კომპანია "AV RENT / Proelectronics" ეძებს პასუხისმგებლიან და ფიზიკურად მომზადებულ თანამშრომლებს ღონისძიებებზე პერიოდული სამუშაოსთვის. 
---

# აუდიოვიზუალური ტექნიკის/ღონისძიებების ტექნიკური თანამშრომელი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-03  
**Apply by:** 2026-10-03

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=749706)

## Job description

აუდიოვიზუალური ტექნიკისა და ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის კომპანია "AV RENT / Proelectronics" ეძებს პასუხისმგებლიან და ფიზიკურად მომზადებულ თანამშრომლებს ღონისძიებებზე პერიოდული სამუშაოსთვის. ამ ეტაპზე ძირითადად გვჭირდება თანამშრომლები სასცენო კონსტრუქციების, სცენისა და პოდიუმების აწყობა-დაშლის სამუშაოებზე . საქმიანობა ასევე შეიძლება მოიცავდეს გახმოვანების, განათებისა და LED ეკრანის მოწყობილობების გადატანასა და მონტაჟში დახმარებას. სამუშაოს აღწერა: ** საწყობში ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის მომზადება და ავტომობილში ჩატვირთვა; ** ღონისძიების ადგილზე ტექნიკის გადატანა და განთავსება; ** სასცენო კონსტრუქციების, სცენისა და პოდიუმების აწყობა-დაშლა; ** დინამიკების, განათებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟში დახმარება; ** ღონისძიების დასრულების შემდეგ ინვენტარის დაშლა, ჩატვირთვა და საწყობში დაბრუნება; ** სამუშაო ინვენტარის მოწესრიგება და სწორად დასაწყობება. სამუშაო გრაფიკი: ** სამუშაო არ არის ყოველდღიური და ფიქსირებული გრაფიკით. თანამშრომლის გამოძახება ხდება დაგეგმილი ღონისძიებების მიხედვით, წინასწარი შეთანხმებით. ** შესაძლებელია ამ საქმიანობის შეთავსება სხვა სამსახურთან, სწავლასთან ან სპორტულ საქმიანობასთან. მთავარია როდესაც შევთანხმდებით მოსვლასთან დაკავშირებით 100% ით გამოცხადდეთ დათქმულ დროს. ** სავარაუდო დატვირთვა შეადგენს თვეში დაახლოებით 3-დან 10 ღონისძიებამდე. სეზონურად შესაძლებელია როგორც რამდენიმე გადაბმული სამუშაო დღე, ისე შედარებით ნაკლები დატვირთვა. ყველაზე აქტიური პერიოდი ძირითადად მაისიდან იანვრის შუა რიცხვებამდეა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი დონის პუნქტუალურობა და შეთანხმებულ დროს ადგილზე გამოცხადება იქნება ეს დილის 7 საათი თუ ნებისმიერი დრო; ** პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი გრძნობა; ** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა ; ** გუნდურად მუშაობის უნარი სხვა გუნდის წევრების მიმართ პატივისცემით მოპყრობა; ** დავალებების ზუსტად შესრულება; ** სამუშაოს მიმდინარეობისას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა; ** სამუშაო ინვენტართან ფრთხილი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. უპირატესობად ჩაითვლება: ** ვისაც აქვს სურვილი იმუშაოს ამ ინდუსტრიაში და განვითარდეს; ** სასცენო კონსტრუქციების ან სხვა ტექნიკური მოწყობილობების აწყობის გამოცდილება აქვს ნებისმიერი კუთხით; ** ტექნიკის მიმართ ინტერესი და ახალი საქმის სწრაფად ათვისების უნარი; ** ღონისძიებების ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება. გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია პასუხისმგებლობა, დისციპლინა, ფიზიკური მომზადება და სწავლის სურვილი. თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაბამისი უნარი და დაინტერესება, შესაძლებლობა მიეცემა ეტაპობრივად შეისწავლოს და განვითარდეს შემდეგ მიმართულებებში: ** სასცენო განათება; ** გახმოვანების სისტემები; ** LED ეკრანები; ** სასცენო და გადახურვის კონსტრუქციები. ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული ღონისძიების მიხედვით და შეადგენს დაახლოებით 200-დან 700 ლარამდე , სამუშაოს მოცულობის, სირთულის, ხანგრძლივობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. გადახდა ხდება ღონისძიების დასრულებიდან 1 კვირის ვადაში. კონკრეტული სამუშაოს პირობები, განრიგი და ანაზღაურება თანამშრომელს წინასწარ ეცნობება. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ: ** სახელი და გვარი; ** საკონტაქტო ნომერი; ** სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა; ** ამჟამად მუშაობთ თუ არა და რამდენად მოქნილი გრაფიკი გაქვთ; ** გაქვთ თუ არა ფიზიკურ ან ტექნიკურ სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება. CV-ის გამოგზავნა სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის. საკონტაქტო ინფორმაცია: 599888791 სამუშაოს ძირითადი მდებარეობა: თბილისი

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%2F%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
