TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აუდიტის ასისტენტი

აუდიტის ასისტენტი

Cora Consulting Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

კომპანია "Cora Consulting" აცხადებს ვაკანსიას აუდიტის ასისტენტის (ა1-ა3) პოზიციაზე. ძირითადი ფუნქციები: ** ფინანსური ანგარიშგებისა და საბუღალტრო ჩანაწერების გადამოწმება პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ბანკის ამონაწერებისა და reconciliation-ების შემოწმება ** შემოსავლების, ხარჯების, ხელფასების, ფიქსირებული აქტივებისა და მარაგების აუდიტში მონაწილეობა ** აუდიტორული სამუშაო ფაილების (working papers) მომზადება და შევსება ** კლიენტისგან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა და ორგანიზება ** აუდიტის პროგრამებსა და MS Excel-ში მუშაობა (ანგარიშების შედარება, ანალიზი) ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა (ფიზიკური დათვლა და დაკვირვება) მოთხოვნები: ** IFRS-ისა და აუდიტის სტანდარტების საბაზისო ცოდნა ** 1 + წლიანი სამუშაო გამოცდილება, ფინანსური აუდიტის მიმართულებით ** ACCA/CPA-ის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად ** ანალიტიკური უნარები ** ბაკალავრის ხარისხი ბუღალტერიაში, ფინანსებში ან მონათესავე სფეროში დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც რეზიუმეების გადარჩევის პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ შეირჩევიან. ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "კორა კონსალტინგმა" დაამუშაოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები კანდიდატის შერჩევის პროცესის მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.