აუდიტორი
Job description
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** შიდა აუდიტის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** აუდიტის წლიური გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება; ** ბიზნესპროცესების, შიდა კონტროლის სისტემებისა და რისკების შეფასება; ** შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება; ** ფინანსური აღრიცხვის პროცესებისა და სისტემების ტესტირება; ** კომპანიის შიდა პოლიტიკებთან, პროცედურებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება; ** აუდიტორული სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება; ** აუდიტის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; ** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში (Follow-up) მონაწილეობა; ** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა მიმართულებით აუდიტორული ანალიზის განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან აუდიტის მიმართულებით; ** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტის მიმართულებით; ** სადაზღვევო სექტორში ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია პროფესიული სერტიფიკატის (მაგ. ACCA) ფლობა ან სწავლების პროცესში ყოფნა; ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონეზე; ** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; ** სასურველია საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული და პროფესიული უნარები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ობიექტურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** განვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.07.2026 წელი . ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1532); 5 77 399 829 შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/iciwYV4iV1