TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აუდიტორი კლინიკების მიმართულებით

აუდიტორი კლინიკების მიმართულებით

ავერსი-ფარმა Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 2h ago apply by Jul 28, 2026

Job description

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის (კლინიკების მიმართულებით) პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** შიდა აუდიტის წლიური გეგმისა და განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად აუდიტორული დავალებების შესრულება; ** აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; ** კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების პროცესებისა და მეთოდების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება; ** შიდა კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ეფექტიანობისა და ადეკვატურობის შეფასება; ** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულისა და სიზუსტის კუთხით; ** აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება, ანალიზი, სამუშაო დოკუმენტების წარმოება და შენახვა; ** აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება აუდიტის მენეჯერთან და გუნდის წევრებთან; ** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ** საქმიანობის განხორციელება შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის ან მონათესავე მიმართულებით; ** სასურველია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით; ** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) ჩაითვლება უპირატესობად; ** სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** მაიკროსოფტის საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ** კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი; ** პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.07.2026 წელი . ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 5 77 399 829 შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/ZrpgwsHAic