TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / AutoCAD Mentor GEO

AutoCAD Mentor GEO

Posted Jul 14, 2026 14h ago

Job description

About Academy of the Digital Industries ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე. დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში. 2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება. როლის მოკლე აღწერა ვეძებთ გამოცდილ და სწავლების მიმართ გატაცებულ AutoCAD მენტორს, რომელიც უხელმძღვანელებს პრაქტიკულ, პროექტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას მომავალი არქიტექტორებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისთვის, ინჟინრებისთვისა და ტექნიკური ნახაზების სპეციალისტებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა პრაქტიკოსი არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, ინჟინერი ან CAD სპეციალისტი, რომელსაც სურს გაუზიაროს სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოში მიღებული ცოდნა და დაეხმაროს მათ ინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებული ტექნიკური ხაზვის უნარების განვითარებაში. მენტორი სტუდენტებს გაუძღვება AutoCAD-ის საფუძვლებიდან პროფესიონალური დონის 2D ტექნიკურ ხაზვამდე (და სურვილის შემთხვევაში — 3D მოდელირების საბაზისო ცოდნამდე), რეალურ არქიტექტურულ, საინჟინრო და ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის გზით, რათა მოამზადოს ისინი AEC (Architecture, Engineering and Construction) ინდუსტრიაში კარიერისთვის. ძირითადი მოვალეობები: გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას. წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. ჩაატაროთ AutoCAD-ის სრულყოფილი პრაქტიკული სწავლება დამწყები დონიდან პროფესიონალურ დონემდე, მათ შორის პროგრამის ინტერფეისი, ხაზვის ინსტრუმენტები, Layers, Blocks, Annotations, Dimensions და ტექნიკური ხაზვის სამუშაო პროცესები. ასწავლოთ სტუდენტებს რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით, როგორიცაა ბინის გეგმები, ავეჯის ნახაზები, არქიტექტურული გეგმები, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების ნახაზები და სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია. გააცნოთ ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკები ტექნიკურ ხაზვაში — ნახაზების ორგანიზება, მასშტაბირება, ზომების დატანა, Layout-ების მომზადება, Plotting და ბეჭდვისთვის ფაილების მომზადება. უხელმძღვანელოთ სტუდენტებს პროფესიონალური ტექნიკური ხაზვის სტანდარტებისა და ეფექტური სამუშაო პროცესების ჩამოყალიბებაში. შეამოწმოთ სტუდენტების დავალებები, მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი და გაუწიოთ მენტორობა კურსის განმავლობაში. შეაფასოთ სტუდენტების საბოლოო პროექტები და მისცეთ რეკომენდაციები ტექნიკური სიზუსტისა და პრეზენტაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად. შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო. იყოთ ინფორმირებული AutoCAD-ის უახლეს ფუნქციებზე, ტექნიკური ხაზვის თანამედროვე სტანდარტებსა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკებზე და მათი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას — 10 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა: AutoCAD-ის ინტერფეისი და ნავიგაცია ხაზვისა და რედაქტირების ინსტრუმენტები Layers, Blocks და ობიექტების თვისებები ანოტაციები და ზომების დატანა სართულის გეგმების შექმნა არქიტექტურული და ინტერიერის ნახაზები Layout-ები, მასშტაბირება და Plotting ტექნიკური ხაზვის ინდუსტრიული სტანდარტები პროექტზე დაფუძნებული სამუშაო პროცესი დასკვნითი ტექნიკური ნახაზის პროექტი ძირითად მოთხოვნები: 3+ წლიანი პროფესიული გამოცდილება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ინჟინერიის, მშენებლობის, ავეჯის დიზაინის ან სხვა შესაბამის ტექნიკურ სფეროში. AutoCAD-ის მაღალ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით 2D Drafting-ის მიმართულებით. 3D მოდელირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ტექნიკური ხაზვის სტანდარტების, არქიტექტურული დოკუმენტაციის, მასშტაბირების, ზომების დატანისა და ბეჭდვისთვის ფაილების მომზადების საფუძვლიანი ცოდნა. აუცილებელია პროფესიული პორტფოლიო, რომელიც მოიცავს რეალურ არქიტექტურულ, საინჟინრო, ინტერიერის დიზაინის ან ტექნიკური ხაზვის პროექტებს. სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი. რთული ტექნიკური საკითხებისა და სივრცითი დიზაინის პრინციპების ნათლად, სტრუქტურირებულად და დამწყებთათვის გასაგებად ახსნის უნარი. ვორქშოფების, ლექციების ან კორპორატიული ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები. ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები. სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე სტუდენტებთან ეფექტურად მუშაობის უნარი. მენტორობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად. ქართული ენის თავისუფალი ფლობა (C2). ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს; დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას; 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში; ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას; სწავლებისა და განვითარების პროგრამას; რეფერალ პროგრამას; კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.