TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ავეჯის ამწყობი/მძღოლი

ავეჯის ამწყობი/მძღოლი

Comforter თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 19h ago apply by Jul 31, 2026

Job description

კომფორტერი არის უმაღლესი ხარისხის მქონე ავეჯის მაღაზიათა ქსელი, სადაც წარმოდგენილია 20-ზე მეტი ევროპული პარტნიორი კომპანიის მუდმივად განახლებადი 15 000-მდე სახეობის პროდუქცია. კომფორტერი მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომფორტერი აცხადებს ვაკანსიას „ავეჯის ამწყობის და მძღოლის“ პოზიციაზე. პოზიცია: „ავეჯის ამწყობი და მძღოლი“ სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500-3000 ლარი + ბონუსი+პრემია. გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე. მოთხოვნები: ორგანიზებული და პასუხიმგებლობის მქონე სასურველია ანალოგიურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება სასურველია უცხო ენების ცოდნა აუცილებელია მართვის მოწმობა მოვალეობები: ავეჯის მონტაჟი და დემონტაჟი. ავეჯის მისატანად გამოყოფილი მანქანის მართვა. შოურუმში მიღებული ავეჯის ინსტრუქციის მიხედვით გადაადგილება–განთავსება. გაყიდული ავეჯის შესაბამის მისამართებზე მიწოდება. პიროვნული მახასიათებლები: ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი; სუბორდინაციისა და შიდაგანაწესის განუხრელი დაცვა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; სადაზღვევო პოლისს. პროფესიულ განვითარებას.

თანამშრომლობის მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected]