TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ავეჯის კონსტრუქტორი

ავეჯის კონსტრუქტორი

დი არ სტუდიო თბილისი ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

DRstudio აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე. თუ გაქვს შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის კონსტრუირების გამოცდილება, ხართ პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული,შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ძრითადი მოვალეობები: ობიექტზე გასვლა და ზუსტი აზომვითი სამუშაოების შესრულება. ინდივიდუალური ავეჯის კონსტრუქციული და ტექნიკური ნახაზების მომზადება. მასალების, დეტალებისა და ტექნიკური ნახაზების მომზადება. მასალების,დეტალებისა და ფურნიტურის სპეციფიკაციის მომზადება. შეკვეთის დოკუმენტაციის მომზადება და დასაჭრელად შესაბამის კომპანიაში გადაგზავნა. დიზაინერთან, საწარმოო გუნდთან და მონტაჟის ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა. მოთხოვნები: ავეჯის კონსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება. AutoCAD-ის სრულყოფილი ცოდნა. ტექნიკური ნახაზების მომზადების გამოცდილება. შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის კონსტრუირების გამოცდილება. ავეჯის მასალების და ფურნიტურის კარგი ცოდნა. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა. გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ანაზღაურება: ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით (კვადრატულობით) ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას. თანამედროვე და კომფორტულ გარემოს. საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას. პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: აუთსორსი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]