ავეჯის ნახაზების განშლის სპეციალისტი
Job description
კომპანია " ელთიბი " ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ნახაზების (განშლის) სპეციალისტის პოზიციაზე. მისამართი: თორნიკე ერისთავის #21 სფერო: სამზარეულოს ფურნიტურა და აქსესუარები; სამუშაო განაკვეთი: სრული. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:50-18:00 საათი; შაბათი: 09:50 - 14:00 საათი ანაზღაურება: 1335 ლარი ნეტ. გამოსაცდელი ვადის შემდგომ 1470ლ. ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული განშლის მომსახურების გაწევა; ** შეკვეთის პროგრამული ნახაზების აგება (Fastcut_ OrderManager, Maestro OtimaCut, Cutrite) (კომპანია უზრუნველყოფს პროგრამების ადგილზე შესწავლას) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პროგრამაში მუშაობა - ERP (1C); ვერბალური უნარები: ** დეტალებზე ორიენტირება; ** ეფექტური კომუნიკაცია; მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფილების განშლის სპეციალისტი".