TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ავტო დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

ავტო დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია იმედი L თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 24, 2026 8 days ago apply by Jul 23, 2026

Job description

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან. "იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ! „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას ავტო დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, აუცილებელი მოთხოვნაა უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა სამუშაო ფორმატი: საოფისე ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; კარიერული განვითარების შესაძლებლობას; პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს; ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს. ძირითადი მოვალეობები: პოტენციური მომხმარებლების ბაზის შექმნა, მათი მოთხოვნების/საჭიროებების დადგენისა და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზების მიზნით; დაინტერესებული მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა, კომპანიაში არსებული სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად; ფიზიკური პირებისა და მცირე (Micro ან/და SME) ორგანიზიებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვა და გაყიდვის შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა; მომხმარებელთა დავალიანების მართვა და კონტრაქტების განახლება; სადაზღვევო ბაზრის კვლევა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უცხო ენების ცოდნა; გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი; სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოდილება; MS Office პროგრამების ცოდნა. აუცილებელი უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ანალიტიკური აზროვნება; მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; გუნდური მუშაობის უნარი; დროის მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/qYcUelFe