ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის ასისტენტი
Job description
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში. აღნიშნული პოზიცია გულისხმობს ღამის განმავლობაში სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევების ადგილზე გასვლას, თბილისის მასშტაბით. მენეჯერის ასისტენტი ქალაქში გადაადგილდება კომპანიის საკუთარებაში არსებული ავტომობილით. სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 19:00 – 10:00 საათამდე. ძირითადი მოვალეობები: სადაზღვევო შემთხვევების ადგილზე გასვლა; დაზიანებული ავტომობილების დასურათება; კლიენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მორიგე მენეჯერთან გადამისამართება; მორიგე მენეჯერების ასისტირება სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების დროს. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა; ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: კეთილგანწყობილი და თავაზიანი ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული ორგანიზებული და მოწესრიგებული აქტიური მოსმენის უნარი დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას
" გამოხმაურება ( სხვა ვებგვერდზე )" ღილაკის საშუალებით.