ავტოექსპერტი
Job description
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტოექსპერტის თანამდებობაზე. სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების მოსმენა/გაანალიზება; ავტომობილისთვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებების იდენტიფიცირება და საჭირო სერვისების დაგეგმვა; სავარაუდო ანგარიშგების მომზადება და მომხმარებლებთან შეთანხმება; მომხმარებლებისთვის მოძიებული ავტო ნაწილების მდგომარეობაზე, ხარისხსა და ფასზე ინფორმაციის მიწოდება; მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად ავტომობილისთვის საჭირო ღონისძიებების სრულად დაგეგმვა და განხორციელება; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: მართვის მოწმობა (მექანიკური და ავტომატური კოლოფი) ჩაითვლება უპირატესობად; ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; სკუტერის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HyFyew4c დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/