ავტოლიზინგის სპეციალისტი
Job description
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტოლიზინგის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანიის პროდუქტების შეთავაზება პოტენციური მომხარებლებისთვის; ** დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა; ** ლიზინგის განაცხადების მომზადება და ავტომობილის დასურათება შიდა სტანდარტის მიხედვით; ** განაცხადის გადაგზავნა შესაბამის ჯგუფთან, განსახილველად; ** დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტაციის მომზადება და ლიზინგის გაცემის სრული პროცესის მართვა; ** პორტფელის მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - უპირატესია; ** გაყიდვების ეფექტური მეთოდების ცოდნა, ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; ** გუნდურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, რაფიელ აგლაძის ქუჩა #15, ს/ც "მეგალაინი" (შესაძლებელია სამუშაო ადგილის დროებითი ცვლილება, თბილისის მასშტაბით) ** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი:10:00 - 18:00; ყოველი მეორე შაბათი: 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი) ** ანაზღაურება: 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ავტოლიზინგის სპეციალისტი - თბილისი რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26 ივლისი . გისურვებთ წარმატებას! "პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად. ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60