ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Job description
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126 გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე პოზიციის შესახებ: „ელ+ ეძებს ავტომატური დაშვების და პარკინგის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება მიმართულების განვითარება, ახალი კლიენტების მოზიდვა, გაყიდვების ზრდა და დეპარტამენტის ეფექტური მართვა.“ საკვალიფიკაციო მოთხოვნები: B2B გაყიდვების გამოცდილება; მოლაპარაკებების და პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება; პროცესების ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი; ტექნიკური საკითხების გააზრებისა და პრაქტიკული გადაწყვეტის უნარი; უცხო ენის ცოდნა: ინგლისური/რუსული; სასურველია: სამშენებლო, დეველოპერულ ან ინფრასტრუქტურულ სექტორში მუშაობის გამოცდილება; ტექნიკური პროდუქტის გაყიდვების გამოცდილება; ტენდერებთან ან მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება; ძირითადი მოვალეობები: დეპარტამენტის მართვა და განვითარება; გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება; პოტენციური მომხმარებლების აქტიური მოძიება; კლიენტური ბაზის გაფართოება და განვითარება; გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება; გუნდის შედეგების მონიტორინგი და KPI-ების შესრულების კონტროლი; პიროვნული თვისებები: სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროისა და პროცესის ეფექტურად მართვის უნარი; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი; მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა; რას გთავაზობთ: შესაძლებლობას ნულიდან შექმნათ და განავითაროთ დეპარტამენტი; პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივას; კონკურენტულ ანაზღაურებას; დინამიკურ და პროფესიონალურ გარემოს; თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/wW3nW გისურვებთ წარმატებას!