TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ავტომატიზაციის ინჟინერი

ავტომატიზაციის ინჟინერი

ინსტა თბილისი ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

Insta- ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები. წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA. ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! ვაკანსია: ავტომატიზაციის ინჟინერი ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი -პარასკევი) ანაზაურება: 2500+ NET ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას; მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; კორპორატიული ნომერი; Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით); საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო; შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს. ძირითადი მოვალეობები: BMS (Building Management System) სისტემების პროექტირებაში, მონტაჟსა და გამართვაში მონაწილეობა; ავტომატიზაციის სისტემების პროგრამირება, კონფიგურაცია და ტესტირება; სენსორების, კონტროლერების, აქტუატორებისა და სხვა ავტომატიზაციის კომპონენტების შერჩევაში მონაწილეობა; BMS სისტემების ინტეგრაცია სხვა საინჟინრო სისტემებთან (ელექტრო, HVAC, ELV); სისტემების ექსპლუატაციაში გაშვებისა და მიღება-ჩაბარების პროცესებში მონაწილეობა; ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის პროცესში ჩართულობა; ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ავტომატიზაციის, ელექტროინჟინერიის ან მონათესავე საინჟინრო მიმართულებით; ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე სასურველია. პროგრამული უნარჩვევები: BMS პლატფორმები: Siemens Desigo, Schneider EcoStruxure, Honeywell ან მსგავსი; PLC პროგრამირების გარემოები: Siemens TIA Portal, Schneider EcoStruxure Control Expert ან მსგავსი; SCADA სისტემები: WinCC, Ignition, Wonderware (საბაზისო დონეზე); AutoCAD (სასურველია Revit); Microsoft Office პროგრამები (Excel, Word). გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’ ავტომატიზაციის ინჟინერი’’ ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს ‘’ინსტა’’- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად „ინსტაში“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზვანილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები „ინსტას“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, „ინსტა“ შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშავოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს „ინსტაში“, ასევე, სხვა „ინსტა“ პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისიწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების „ინსტა“-სთვის გაგზვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ „ინსატ“-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: ტელ.: + (995 32) 220-20-20; ვებ-გვერდი:https://www.insta.ge/ka/