ავტომატიზაციის ინჟინერი
Job description
ხის სამშენებლო კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზებული მართვის სისტემების (APCS / АСУ ТП) ინჟინრის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში . სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00. ადგილმდებარეობა: ქუთაისი ძირითადი მოვალეობები: 1. პროექტირება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება: ** ანალიზი და პროექტირება: ტექნოლოგიური პროცესების შესწავლა, სისტემის მიმართ მოთხოვნების განსაზღვრა, მისი არქიტექტურისა და ტექნიკური დავალების შემუშავება. საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა (ავტომატიზაციის სქემები, მოწყობილობების სპეციფიკაციები, საკაბელო ჟურნალები). ** კომპონენტების შერჩევა: საპროექტო მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კომპონენტების შერჩევა (სენსორები/გადამწოდები, PLC კონტროლერები, კავშირგაბმულობის საშუალებები, შემსრულებელი მექანიზმები). ** პროგრამირება და გამართვა: კონტროლერებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, მართვის ალგორითმების შემუშავება, HMI-პანელების (ოპერატორების ინტერფეისის) გამართვა. ** აწყობა და ფიზიკური მონტაჟი: მართვის კარადების, გამანაწილებელი ფარების, გამშვებ-მარეგულირებელი აპარატურის, ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების დამონტაჟება. ელექტრომოწყობილობების ქსელებთან მიერთება და მეორადი კომუტაციის სქემების აწყობა. ** გაშვება-გამართვა: მოწყობილობების მონტაჟისა და გაშვების უზრუნველყოფა, ტესტირების ჩატარება და კომპონენტების ურთიერთქმედების შემოწმება. 2. მოწყობილობების გაშვების შემდგომი მართვა და ექსპლუატაცია: ** უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა: სისტემების ტექნიკურად სწორი ექსპლუატაცია, საიმედოობა და მუდმივი სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნება. ** გეგმიური მომსახურება: პროფილაქტიკური რემონტების, გამოცდებისა და დათვალიერების გრაფიკების შემუშავება ერთიანი სისტემის შესაბამისად, მათი დამტკიცება და შესრულების მკაცრი კონტროლი. ** მოდერნიზაცია: მოძველებული მოწყობილობების ჩანაცვლების, სისტემის საიმედოობის ამაღლებისა და მოცდენის დროის/ხარჯების შემცირების ღონისძიებების შემუშავება. ** შესყიდვები და ლოგისტიკა: საჭირო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის განაცხადების გაფორმება, სასაწყობო მარაგების კონტროლი და ოპტიმიზაცია. აუცილებელი მოთხოვნები და უნარები: ** პროფესიული ცოდნა: ელექტრული სქემების, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სრულყოფილი კითხვა. ავტომატური მართვის თეორიის, ელექტრონიკისა და ელექტროტექნიკის საფუძვლების ფლობა. ** პროგრამირება და კონფიგურაცია: სამრეწველო კონტროლერების (PLC) პროგრამირების ენების ცოდნა. PLC-ების, სიხშირის გარდამქმნელებისა და სერვოამძრავების კონფიგურირების უნარი. სამრეწველო პროტოკოლებისა და ინტერფეისების ცოდნა (მაგ. Modbus). ** პრაქტიკული და სამონტაჟო უნარები: ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობა (ხრახნდამჭერი, კუთხსახეხი, ქანჩსახრახნი). ** საკაბელო ტრასების მონტაჟი, დარჩილვისა და წვეროების (ნაკონეჩნიკების) დაწნეხვის უნარები. ** სამფაზიან ასინქრონულ ძრავებთან მუშაობის გამოცდილება. ** დიაგნოსტიკა და გაზომვა: საზომი ინსტრუმენტების პროფესიონალური ფლობა (მულტიმეტრი, დენის საზომი მარწუხები) და სისტემური გაუმართაობების სწრაფი დიაგნოსტიკა. ** უსაფრთხოება: ავტომატიზაციის მოწყობილობებთან მუშაობის უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა. მენეჯერული და პიროვნული უნარები: ** სარემონტო პერსონალის/გუნდის ხელმძღვანელობის, უფლებამოსილებების დელეგირებისა და დავალებების კონტროლის უნარი. ** სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, რესურსებისა და დანახარჯების ოპტიმიზაციის უნარი. ** ფორსმაჟორულ და რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და რისკების შეფასების უნარი. ** მონაცემთა ანალიზისა და სისტემის ეფექტურობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავების უნარი. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს განვითარებად წარმოებაში. ** ჯანმრთელობის დაზღვევა / კვება ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] , აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.