TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ავტომობილის შემფასებელი

ავტომობილის შემფასებელი

ვუვლი თბილისი ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 19, 2026

Job description

კომპანია ვუვლი აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის შემფასებლის პოზიციაზე. კომპანია „ვუვლი“ მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტო მომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე. პასუხისმგებლობები: კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების მოსმენა/გაანალიზება; ავტომობილისთვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებების იდენტიფიცირება და საჭირო სერვისების დაგეგმვა; სავარაუდო ანგარიშგების მომზადება და მომხმარებლებთან შეთანხმება; მომხმარებლებისთვის მოძიებული ავტო ნაწილების მდგომარეობაზე, ხარისხსა და ფასზე ინფორმაციის მიწოდება; მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად ავტომობილისთვის საჭირო ღონისძიებების სრულად დაგეგმვა და განხორციელება; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: მართვის მოწმობა (მექანიკური და ავტომატური კოლოფი); ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) ჩაითვლება უპირატესობად; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; სკუტერის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.linkedin.com/company/voovlyge/ . ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/kBRBSHTd