TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ავტოსადგომის მენეჯერი

ავტოსადგომის მენეჯერი

Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

"საქართველოს უნივერსიტეტი " გთავაზობთ გახდეთ ავტოსადგომის მენეჯერი UG-ში. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კარიერული წინსვლის პერსპექტივას; ** ჯანსაღ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ორგანიზაციულ კულტურას; ** უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** თანამედროვე საოფისე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილ სამუშაო სივრცეს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უნივერსიტეტის ავტოსადგომზე ავტომობილების განთავსების პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა; ** ავტოსადგომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობის ეფექტიანი მართვა; ** ავტოსადგომზე დადგენილი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; ** ყოველდღიური საქმიანობის აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელი მოთხოვნა: B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი. ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2026 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ავტოსადგომის მენეჯერი". სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. საქართველოს უნივერსიტეტის შესახებ: საქართველოს უნივერსიტეტი (UG) საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აერთიანებს 6, 000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს და 1, 000-ზე მეტ თანამშრომელს. უნივერსიტეტი თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლისა და თანამედროვე სამუშაო გარემოში საქმიანობის შესაძლებლობას. დამატებითი ინფორმაციისთვის: https://ug.edu.ge პერსონალური მონაცემების დამუშავება რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა დაამუშაოს მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და კანონით განსაზღვრული ვადით. გისურვებთ წარმატებას!