TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აზიური კერძების მზარეული

აზიური კერძების მზარეული

sushiko Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 16, 2026

Job description

"რესტორანი სუშიკო" , რომელიც მდებარეობს ვერაზე, კორნელი კეკელიძის 14, აცხადებს ვაკანსიას საღამოს ცვლის აზიური კერძების გამოცდილი მზარეულების პოზიციაზე. გვიხილეთ FB-ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს. გვაქვს საღამოს ცვლები: სუშის მზარეულის 2 ვაკანსია დასაქმებულს ვთავაზობთ: ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ** ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, ** დაწინაურების პერსპექტივას, ** პროფესიულ ზრდას, ** მეგობრულ გარემოს, ** დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე, ** კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას. გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს - ანაზღაურება ერთი სამუშაო ცვლის 85 ლარი (net), გვაქვს 8 საათიანი ცვლები, შესაბამისად ერთი თვის ხელფასი 1900 ლარი (net) და მეტიც გამოდის. სამუშაო გრაფიკი: ** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2 -ზე; ** ხუთი საღამო მუშაობს და 2 დღე-ღამე ისვენებს; ** საღამოს ცვლა 19.00 სთ-დან 03.00 სთ -მდე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სუშის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით; ** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი; ** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი; ** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება; ** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად; ** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა; ** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში; ** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი. სავალდებულო მოთხოვნები: ** გამოცდილება სავალდებულოა მინიმუმ 6 თვიანი კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით, ** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** სუშების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა; ** სისუფთავის კონტროლი; ** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება; ** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა; ** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661 ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: [email protected] აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება: სუშის მზარეული. გისურვებთ წარმატებებს!