---
title: აზიური სამზარეულოს შეფ-კონსულტანტი
description: არსებული კვების ობიექტი აცხადებს ვაკანსიას აზიური სამზარეულოს შეფ-კონსულტანტის პოზიციაზე. ვგეგმავთ ჩვენს მოქმედ კვების ობიექტში თანამედროვე აზიური სამზარეულოს მიმართულების დამატებას, რომელიც მიტანისა 
---

# აზიური სამზარეულოს შეფ-კონსულტანტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-24  
**Apply by:** 2026-09-24

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=747378)

## Job description

არსებული კვების ობიექტი აცხადებს ვაკანსიას აზიური სამზარეულოს შეფ-კონსულტანტის პოზიციაზე. ვგეგმავთ ჩვენს მოქმედ კვების ობიექტში თანამედროვე აზიური სამზარეულოს მიმართულების დამატებას, რომელიც მიტანისა სერვისზე (Delivery) იქნება ორიენტირებული. კონცეფცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ** სუში და სხვადასხვა სახეობის როლები; ** აზიური ნუდლსები / ატრიის კერძები; ** Wok-ზე მომზადებული კერძები; ** შემწვარი ბრინჯი სხვადასხვა დანამატით — ქათმით, საქონლის ხორცით, ზღვის პროდუქტებით ან ბოსტნეულით; ** აზიური სტილის სუპები, მათ შორის Ramen, Tom Yum და მსგავსი ტიპის კერძები; ვეძებთ გამოცდილ ადამიანს, რომელიც სრულად დაგვეხმარება აღნიშნული მიმართულების კონცეფციის შექმნაში, მენიუს ფორმირებაში, სტანდარტიზაციასა და შემდგომ განვითარებაში. შენი როლი იქნება: ** კონკურენტუნარიანი და Delivery-ზე მორგებული აზიური მენიუს შემუშავება; ** სუშის, როლების, ნუდლსების, Wok კერძების, შემწვარი ბრინჯის, აზიური სუპებისა და სხვა შესაბამისი კერძების რეცეპტურის შექმნა; ** ინგრედიენტების ზუსტი ჩამონათვალის, გრამაჟების, გამოსავლიანობისა და პორციის სტანდარტის განსაზღვრა; ** თითოეული კერძის მომზადების ტექნოლოგიისა და სამუშაო პროცესის სტანდარტიზაცია; ** საჭირო ნედლეულის, სოუსების, სანელებლებისა და ნახევარფაბრიკატების შერჩევა; ** არსებული სამზარეულოს თანამშრომლების პრაქტიკული გადამზადება აზიური კერძების მომზადების მიმართულებით; ** მზარეულებისთვის კერძის მომზადების სწავლება; ** ობიექტზე (პერიოდულად) კერძების გემოს, ხარისხის, ვიზუალის, გრამაჟისა და სტაბილურობის კონტროლი; ** ახალი მზარეულის დამატების შემთხვევაში მისი შესაბამისი გადამზადება და სტანდარტებში ჩართვა; ** პერიოდული ვიზიტები ობიექტებზე და ხარისხის კონტროლი; ** მენიუს პერიოდული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ახალი კერძების დამატება, არსებული პოზიციების გაუმჯობესება ან ჩანაცვლება; მოთხოვნები: ** აზიური / Pan-Asian სამზარეულოს მიმართულებით პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება; ** სუშისა და როლების, ნუდლსების, Wok კერძების, აზიური ბრინჯის, სუპებისა და სოუსების მომზადების გამოცდილება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა; რას გთავაზობთ: ** შესაძლებლობას, ნულიდან ჩამოაყალიბოთ და განავითაროთ აზიური სამზარეულოს დამოუკიდებელი მიმართულება; ** მუშაობას უკვე მოქმედ კვების ობიექტთან და არსებულ სამზარეულოს გუნდთან; ** თავისუფალ და მოქნილ სამუშაო ფორმატს; ** არ არის აუცილებელი ობიექტზე ყოველდღიური ყოფნა — საწყისი ეტაპის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა ძირითადად მოიცავს პერიოდულ ვიზიტებს, ხარისხის კონტროლს, გუნდის ტრენინგსა და მენიუს განვითარებას; ** გრძელვადიან თანამშრომლობას წარმატებული კონცეფციის შემთხვევაში; ** ანაზღაურების მოტივაციურ სისტემას — აზიური სამზარეულოს მიმართულებიდან მიღებული შემოსავლის შეთანხმებული პროცენტი. სამუშაო ფორმატი: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ცენტრალური საბურთალო; ** დასაქმების ფორმა: მოქნილი / საკონსულტაციო თანამშრომლობა; ** საწყის ეტაპზე საჭიროა პროექტში აქტიური ჩართულობა — მენიუს შექმნა, ტექნიკური ბარათების მომზადება, კერძების ტესტირება და გუნდის გადამზადება; ** შემდგომ ეტაპზე — პერიოდული ვიზიტები, ხარისხის კონტროლი, ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მენიუს პერიოდული განახლება; ** ანაზღაურება: აზიური სამზარეულოს მიმართულებიდან მიღებული შემოსავლის შეთანხმებული პროცენტი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ან ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ. yummirestraurant@gmail.com დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
