B2B გაყიდვების მენეჯერი
Job description
SkyTel 2010 წელს დაარსდა და წლებია პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში . მიმდინარე მომენტისთვის კომპანიას საქართველოს ტერიტორიის 92% აქვს დაფარული და ComCom-ის თანახმად N1 პროვაიდერია ფიქსირებული უსადენო ინტერნეტის (FWA) აბონენტების რაოდენობით - 56,4%. SkyTel როგორც საცალო მომხმარებლებს, ასევე მრავალ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველყოფს, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს . შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას B2B/კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე: დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის გამზირი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება) ხელფასი - ფიქსირებული + ბონუსი გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი) ბენეფიტები / დამატებით სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა FitPass (კორპ. პირობებით) ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით) კომპანიის სერვისებზე 50%-იანი ფასდაკლება ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის პროდუქტის სიღრმისეული შესწავლა/ცოდნა; ბაზების დამუშავება და ლიდების მოძიება; კომპანიის პროდუქტების გაყიდვის მიზნით, ცივი ზარების, მიმოწერებისა და შეხვედრების უზრუნველყოფა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, ლიდის საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზებების განხორციელება კლიენტის ლენდინგის პროცესის მართვა (მათ შორის სხვა დეპარტამენტების ჩართულობის უზრუნველყოფა) არსებულ მომხმარებლებთან upsell და cross sell შეთავაზებების განხორციელება პოზიციასა და კომპეტენციებთან რელევანტური სხვა დავალებების შესრულება CRM მენეჯმენტი და ხელმძღვანელთან რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების / ფინანსების / IT მიმართულებით); B2B მიმართულებით იგივე ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; სასურველია, ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა; Excel - რეპორტინგისთვის საჭირო ცოდნა. პროფესიული უნარები/შესაძლებლობები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ანალიზის უნარი; გუნდური მუშაობა; მოლაპარაკების წარმოების უნარი. პიროვნული მახასიათებლები: ინიციატივიანი; დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირებული; პასუხისმგებლობის გრძნობა; შრომისმოყვარეობა და ორგანიზებული. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი". დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან. გისურვებთ წარმატებებს!