TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / B2B გაყიდვების მენეჯერი - საკონდიტრო მიმართულება

B2B გაყიდვების მენეჯერი - საკონდიტრო მიმართულება

Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 27, 2026

Job description

კომპანია "BBS"/შპს "ბიკო" არის საკონდიტრო ინგრედიენტებისა და ნედლეულის დისტრიბუტორი ბათუმსა და აჭარაში. ჩვენ წარმოვადგენთ წამყვან ბრენდებს (მათ შორის "Puratos") და ვაწარმოებთ იმპორტს. ვეძებთ გამოცდილ B2B გაყიდვების მენეჯერს , რომელიც განავითარებს საკონდიტრო მიმართულებას აჭარაში — მოძებნის ახალ კლიენტებს (საკონდიტროები, საცხობები, სასტუმროები, რესტორნები, წარმოებები) და ააშენებს მათთან გრძელვადიან, სისტემურ ურთიერთობას. ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ახალი კლიენტების მოძიება და ობიექტებზე გასვლა, და არა ოფისში/მაღაზიაში შემომავალი შეკვეთების მიღება. რას აკეთებთ: ** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა აჭარის ბაზარზე; ** კლიენტის საჭიროების გამოვლენა და გადაწყვეტის შეთავაზება (მარტო პროდუქტი კი არა — გადაწყვეტა); ** პროდუქციის ტესტირების, დეგუსტაციებისა და მასტერკლასების ორგანიზება (Puratos-ის ტექნოლოგებთან ერთად); ** პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება; ** ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, სპეციალისტები, ცვლილებები); ** მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana). ვის ვეძებთ: ** გაყიდვების ან საკონდიტრო/კვების სფეროს გამოცდილება (B2B / HoReCa — უპირატესობა); ** მოლაპარაკების უნარი მფლობელებთან, შეფ-კონდიტერებთან, ტექნოლოგებთან; ** სიმწიფე, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად შედეგზე მუშაობის უნარი; ** საკუთარი ტრანსპორტი; ** საკონდიტრო წარმოების საბაზისო გაგება — დიდი უპირატესობა (ტექნოლოგიურ ცოდნას გავაძლიერებთ Puratos-თან ერთად). რას გთავაზობთ: ** კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + გამჭვირვალე ბონუსი შედეგზე (დეტალები გასაუბრებაზე); ** პროფესიული ტრენინგი და სწავლება "Puratos"-თან თბილისში + მუშაობა ბრენდის ტექნოლოგებთან; ** კორპორაციული მობ. კავშირი (ინტერნეტი), საწვავი, ავტომობილის ამორტიზაცია; ** განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაღაზია, საწყობი, ლოგისტიკა) — შენ ყიდი, დანარჩენს ჩვენ უზრუნველვყოფთ; ** გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება. CV გამოაგზავნეთ მისამართზე [email protected] წერილის თემაში (subject) მიუთითეთ: B2B გაყიდვების მენეჯერი — [სახელი გვარი] წერილში მოკლედ (3-4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ შეძლებთ ამ მიმართულების განვითარებას?