TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / B2B გაყიდვების ოპერატორი

B2B გაყიდვების ოპერატორი

coffee-lab Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 04, 2026 7h ago apply by Aug 04, 2026

Job description

შემოუერთდი "ყავის ლაბორატორიის" გუნდს B2B გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე! ჩვენს შესახებ "ყავის ლაბორატორია" 2016 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი Specialty Coffee ქსელია საქართველოში. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც ერთმანეთს ხვდება მაღალი ხარისხის ადგილზე მოხალული ყავა, სამზარეულო და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება. გარდა საცალო მიმართულებისა, B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს. თუ გსურს იმუშაო მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდები. ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის: ** ⁠კომუნიკაბელური; ** ⁠პოზიტიური; ** ⁠პასუხისმგებლობიანი; ** ⁠მოწესრიგებული; ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთების მიღება პარტნიორი კომპანიებისგან და პროგრამაში გატარება ** დავალიანებების კონტროლი და საჭირო კომუნიკაცია ** აღწერების პროცესში ჩართულობა და პროგრამული ასახვა ** საჭირო რეპორტინგის წარმოება ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას; ** ფიტპასს; ** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის; სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; ** სამუშაო ადგილი: ლისი - მუხრან მაჭავარიანის ქუჩა; ** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში: https://www.facebook.com/coffeelabgeorgia https://www.instagram.com/coffeelabgeorgia/