TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბაგა-ბაღის მენეჯერი

ბაგა-ბაღის მენეჯერი

Posted Jul 23, 2026 1 day ago apply by Aug 23, 2026

Job description

შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონთან" არსებულ ბაგა-ბაღს, " მომავალი ალბიონელი " ესაჭიროება ბაგა-ბაღის მენეჯერი (დირექტორი). უნდა იცოდეს: ** ხელმძღვანელობს ბაგა-ბაღს, პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიის განხორციელებაზე. ** ქმნის აღსაზრდელის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და განვითარებისთვის შესაბამის პირობებს და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას. ** ახორციელებს ბაგა-ბაღის მართვის პირობებით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს მოთხოვნების შესრულების გეგმას. ** აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. ** ასრულებს დამფუძნებელ-დირექტორის წერილობით და სიტყვიერ დავალებებს, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებთან. ** სისტემატურად უწევს მონიტორინგს პედაგოგიურ პერსონალს ჯგუფში დასწრებით, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს. ** უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობას და ახორციელებს თვითშეფასებას ავტორიზაციის სტანდარტებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი ** ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი. ** "ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები" ** "ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ მოთხოვნები". ** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება. ** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონი. ** "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების" დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. ** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. ხელფასი: 2000 ლარი . სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 19:00 საათამდე. გთხოვთ, სკოლის ელ. ფოსტაზე: [email protected] გამოგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ** დიპლომის ასლი ** პირადობის მოწმობის ასლი ** ფოტოსურათი ** CV ** სამოტივაციო წერილი მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქ. N64