---
title: ბანაკი - ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის at მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი
description: გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდულ ბანაკში - "ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის" "მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი ", გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აცხადებს მონაწილეთა
---

# ბანაკი - ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის

**Company:** მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-10  
**Apply by:** 2026-09-24

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=751752)

## Job description

გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდულ ბანაკში - "ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის" "მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი ", გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამდღიან ახალგაზრდულ ბანაკში "ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის". თუ ხარ ახალგაზრდა, დაინტერესებული მშვიდობის საკითხებით, გინდა მოუსმინო განსხვავებულ გამოცდილებებს, გაუზიარო სხვებს შენი ხედვები და ახალი ადამიანების გაცნობასთან ერთად მიიღო მონაწილეობა საინტერესო და ინტერაქტიულ პროცესში - ეს შესაძლებლობა შენთვისაა! ადგილი: წყალტუბო თარიღები: 15-18 ოქტომბერი ბანაკის შესახებ: ბანაკის მიზანია, მონაწილეებმა თაობათაშორისი გაცვლისა და ერთობლივი სწავლის გზით გაიაზრონ საკუთარი და სხვების ხედვები მშვიდობისა და მშვიდობიანი მომავლის შესახებ, განივითარონ განსხვავებული პერსპექტივების მოსმენისა და გაზიარების კულტურა და იმსჯელონ ახალგაზრდების როლზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ბანაკი აერთიანებს თემებს, როგორიცაა: ** მშვიდობის მშენებლობა და მშვიდობიანი მომავლის ხედვები; ** დიალოგი და აქტიური მოსმენა; ** თაობებს შორის გამოცდილებისა და ხედვების გაცვლა; ** კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოცდილებები და "ყოველდღიური მშვიდობა"; ** ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გზები ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის. ბანაკი მოიცავს ინტერაქტიულ სესიებს, დისკუსიებს, ჯგუფურ მუშაობასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ვის შეუძლია მონაწილეობა? ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მშვიდობის მშენებლობისა და დიალოგის საკითხები. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ახალგაზრდა ქალებს. როგორ შევავსოთ განაცხადი? მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა . განაცხადის ბოლო ვადა: 24 სექტემბერი მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად ფარავს ორგანიზატორი მხარე.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ბანაკი - ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის","description":"<p>გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდულ ბანაკში - \"ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის\" \"მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი \", გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამდღიან ახალგაზრდულ ბანაკში \"ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის\". თუ ხარ ახალგაზრდა, დაინტერესებული მშვიდობის საკითხებით, გინდა მოუსმინო განსხვავებულ გამოცდილებებს, გაუზიარო სხვებს შენი ხედვები და ახალი ადამიანების გაცნობასთან ერთად მიიღო მონაწილეობა საინტერესო და ინტერაქტიულ პროცესში - ეს შესაძლებლობა შენთვისაა! ადგილი: წყალტუბო თარიღები: 15-18 ოქტომბერი ბანაკის შესახებ: ბანაკის მიზანია, მონაწილეებმა თაობათაშორისი გაცვლისა და ერთობლივი სწავლის გზით გაიაზრონ საკუთარი და სხვების ხედვები მშვიდობისა და მშვიდობიანი მომავლის შესახებ, განივითარონ განსხვავებული პერსპექტივების მოსმენისა და გაზიარების კულტურა და იმსჯელონ ახალგაზრდების როლზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ბანაკი აერთიანებს თემებს, როგორიცაა: ** მშვიდობის მშენებლობა და მშვიდობიანი მომავლის ხედვები; ** დიალოგი და აქტიური მოსმენა; ** თაობებს შორის გამოცდილებისა და ხედვების გაცვლა; ** კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოცდილებები და \"ყოველდღიური მშვიდობა\"; ** ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გზები ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის. ბანაკი მოიცავს ინტერაქტიულ სესიებს, დისკუსიებს, ჯგუფურ მუშაობასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ვის შეუძლია მონაწილეობა? ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მშვიდობის მშენებლობისა და დიალოგის საკითხები. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ახალგაზრდა ქალებს. როგორ შევავსოთ განაცხადი? მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა . განაცხადის ბოლო ვადა: 24 სექტემბერი მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად ფარავს ორგანიზატორი მხარე.</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"751752"},"url":"https://techgeo.ge/job/banaki-akhalgazrdebi-mshvidobis-msheneblobistvis-080319d","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი"},"directApply":false,"datePosted":"2026-09-10","validThrough":"2026-09-24T23:59:59+04:00"}
```
