ბანქოს კოორდინატორი
Job description
" Proxy Live Solutions™ " აცხადებს ვაკანსიას ბანქოს კოორდინატორის პოზიციაზე. მოთხოვნები: ** გუნდში ეფექტურად მუშაობისა და დამოუკიდებლად საქმიანობის უნარი. ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, კომუნიკაციის უნარები და პოზიტიური დამოკიდებულება. ** მოქნილობა, პროაქტიულობა და გუნდური თანამშრომლობის მაღალი კულტურა. ** დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ** სხვადასხვა ცვლაში, მათ შორის უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის მზადყოფნა. ** სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. რას მოიცავს როლი: ** ბანქოს დათვლა და დახარისხება კომპანიის დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ** ცვლის განმავლობაში წარმოშობილ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებული შესაბამისი ფორმებისა და დოკუმენტაციის შევსება. ** ბანქოს მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და ხარისხის კონტროლი. ** სამუშაო აღჭურვილობისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება და კონტროლი. ** ტრენინგებში, ვორქშოფებსა და შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე კომპანიის წესებისა და პროცედურების დაცვა. ** ხელმძღვანელობის მიერ გონივრულ ფარგლებში დაკისრებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება. ** ყოველდღიურად განსაზღვრული რაოდენობის ყუთების შემოწმება მაღალი სიზუსტითა და ყურადღებით. დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]