ბანქოს კოორდინატორი
Job description
Proxy Live Solutions აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბანქოს კოორდინატორი მოთხოვნები: გუნდში ეფექტურად მუშაობისა და დამოუკიდებლად საქმიანობის უნარი. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, კომუნიკაციის უნარები და პოზიტიური დამოკიდებულება. მოქნილობა, პროაქტიულობა და გუნდური თანამშრომლობის მაღალი კულტურა. დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. სხვადასხვა ცვლაში, მათ შორის უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის მზადყოფნა. სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. რას მოიცავს როლი: ბანქოს დათვლა და დახარისხება კომპანიის დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ცვლის განმავლობაში წარმოშობილ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებული შესაბამისი ფორმებისა და დოკუმენტაციის შევსება. ბანქოს მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და ხარისხის კონტროლი. სამუშაო აღჭურვილობისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება და კონტროლი. ტრენინგებში, ვორქშოფებსა და შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე კომპანიის წესებისა და პროცედურების დაცვა. ხელმძღვანელობის მიერ გონივრულ ფარგლებში დაკისრებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება. ყოველდღიურად განსაზღვრული რაოდენობის ყუთების შემოწმება მაღალი სიზუსტითა და ყურადღებით. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]